.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

დამატებითი მომსახურებები საწყისი სერვისები დამატებითი მომსახურებები

კომპანია გასა გთავაზობთ, ავიაბილეთთან ერთად, გამგზავრებამდე დამატებით შეიძინოთ სხვა მომსახურებებიც. მაგალითად, ჩვენი დახმარებით შეძლებთ წინასწარ

  • • ბარგის/წონის დამატებას
  • • კვების დამატებას
  • • თვითმფრინავში ადგილის შერჩევას

 

დამატებითი მომსახურების წინასწარ შეძენის შემთხვევაში თქვენ ზოგავთ თანხას და თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულს ხდით. მაგალითისთვის: ბარგის წინასწარ დამატება ყოველთვის კარგი იდეაა, რადგან აეროპორტში, უმეტეს შემთხვევაში, 1 ზედმეტი კგ-ს ან ერთი ჩანთის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე წინასწარ შეძენის შემთხვევაში მოგიწევდათ გადახდა.

ნუ ჩაიგდებთ თავს გამოუვალ მდგომარეობაში აეროპორტში - შეიძინეთ დამატებითი ბარგი წინასწარ შეღავათიან ფასში გასას დახმარებით. ბარგის ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტულ ავიაკომპანიაზე და თქვენს მიერ შეძენილ ავიაბილეთზე. ფასის დასაზუსტებლად უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ოფისს.

იზრუნეთ მომავალ მგზავრობასა და კომფორტზე - წინასწარ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ადგილი და გაიარეთ „ჩექინი“. თვითმფრინავში თქვენ რამდენიმე საათის გატარება მოგიწევთ.  იზრუნეთ, რომ ეს რამდენიმე საათიც კომფორტული იყოს. იქნებ ილუმინატორთან გსურთ ჯდომა? ან ხედების თვალიერება გიყვართ? წინასწარ ამის მოგვარება ძალიან მარტივია გასას დახმარებით.

kveba bortzeნუ შეიზღუდავთ არჩევანს - თუ თქვენს ბილეთში კვება არ შედის, დაამატეთ მენიუ გასას დახმარებით. მიირთვით ცხელი ან ცივი კერძები ფრენისას, დალიეთ ყავა, ჩაი ან ნებისმიერი სხვა სასმელი, რასაც ავიაკომპანია გთავაზობთ. როგორც იცით, ფრენისას 100 მლ-ზე მეტი სითხის ბორტზე ატანა აკრძალულია (მცირედი გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ამ პრობლემის გადაწყვეტაც მარტივად შეიძლება მენიუს წინასწარ გაცნობით და შეძენით - დაგვიკავშირდით ტელეფონით 2 40 00 40 ან ეწვიეთ ჩვენს ნებისმიერ ოფისს ამ მომსახურების მისაღებად.