.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

სტოკჰოლმი

Stockholmმდებარეობს შვედეთის აღმოსავლეთ ზღვის ნაპირზე მალარენის ტბის შესართავში. სტოკჰოლმი ფართოდ ცნობილია მისი ბუნებრივი სილამაზით. ქალაქი გაშენებულია სტოკჰოლმის არქიპელაგში 14 კუნძულზე, რაც შვედეთის დედაქალაქისათვის შესანიშნავი ადგილმდებარეობაა. 
 
1252 წელს  სტანის პატარა კუნძულზე შვედმა სახელმწიფო მოღვაწემ ბირგერ იარლმა აღმართა ციხესიმაგრე გამლა, რათა ბალტიის ზღვიდან მალარენის ტბამდე დაეცვა წყლის ვიწრო გასასვლელები. ნათქვამია, რომ მან ეს ადგილი აირჩია მორის წყალში ჩაგდებით, ნახა რომელ ნაპირამდე მიიყვანდა ის, რაც აჩვენებდა გემების უკან დაბრუნებისათვის საჭირო ნავსადგურის საუკეთესო ადგილმდებარეობას. ქალაქის სახელიც მომდინარეობს ამ ადგილიდან: მორი (stock) და პატარა კუნძული (holm). დღეისათვის დასახლება, რომელიც ციხის გარშემო, გაიზარდა, საბოლოოდ გახდა სტოკჰოლმი. მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში, ის გახდა სკანდინავიური სამეფოს დედაქალაქი, რომელსაც გარს ერტყა თანამედროვე შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, ისლანდია და გრინლენდი. შვედეთის პირველი დამოუკიდებელი მეფე -  გუსტავ ვასა სამეფო ტახტზე ავიდა 1523 წელს, შესაბამისად სტოკჰოლმი იქცა სამეფო ოჯახის სახლად, რაც დღემდე ასეა. 
 
სტოკჰოლმის ძველი ქალაქი მდებარეობს კუნძულ გამლა სტანზე, სადაც  დღემდე შენარჩუნებულია შუასაუკუნეების ქუჩების  გეგმა  და აქ თითქმის ყველა შენობება დასავლეთ ევროპული სტილისაა. ქალაქი სუფთაა და ფერადი, რადგანაც სახლთა უმეტესობა დღემდე შეღებილია მათთვის დამახასიათებელ  ორიგინალ ფერებში:Lმეჩვიდმეტე საუკუნის შენობები წითლად, მეთვრამეტე საუკუნის შენობები ყვითლად, ხოლო მოგვიანებით აგებული შენობები თეთრად ან ნაცრისფრად.
 
სტოკჰოლმი ამაყობს რამოდენიმე სახელმწიფო სასახლით, რომელთა ხილვაც ძალზედ საინტერესოა.  მათგან ყველაზე დიდია ბაროკოს სტილის დროტნინგჰოლმი (რაც “დედოფლის კუნძულს” ნიშნავს), რომელიც  თავდაპირველად აიგო გვიან მეთექვსმეტე საუკუნეში. ის დღესაც შვედეთის სამეფო ოჯახის კერძო რეზიდენციაა.  თუმცა,  ამავდროლად, მის შესანიშნავ ბაღებთან ერთად,  შედის ტურისტების პოპულარულ სანახაობათა რიცხვში. ქალაქში დაახლოებით 70 მუზეუმია. ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების უამრავი ნიმუში -  16,000 ნახატი (მათ შორის რემბრანტის ნახატები) და 30,000 სხვა ნამუშევარი. თანამედროვე მუზეუმებში დაცულია უფრო ახალი ნამუშევრები, მათ შორის პიკასოს და დალის ნამუშევრები. ნორდისკას მუზეუმი ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც ეძღვნება შვედეთის კულტურას, მაშინ როცა ვასას მუზემში წარმოდგენილია ანტიკური გემის ცნობილი რეკონსტრუქცია.