.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ჟენევა

ჟენევატბა ჟენევა (Lac Léman), ერთერთი ყველაზე დიდი ტბა დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე გამავალ მდინარე რონას უკავშირდება, ჯუნას მთებსა და ალპებს შორის. მრავალი წლის განმავლობაში, ვიზიტორები ტბის სილამაზით დასატკბობად მოდიონდენ, მათ შორის ჟან ჟაკ რუსო, ლორდი ბაირონი და შელი. სწორედ აქ, ზურმუხტისფერი ტბის ნაპირზე, ალპების ჩრდილში მდებარეობს ქალაქი ჟენევა, უამრავი საინტერესო სანახაობებით სავსე ისტორიული ქალაქი.

ტბის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა ორთქლის გემები, რომლებიც ნაპირ-ნაპირ გადაადგილდებიან ქალაქებიდან სოფლებამდე. ისინი, ჩვეულებრივ, მუშაობენ აღდგომიდან ოქტომბრის ჩათვლით. ჟენევის ერთერთი ყველაზე ცნობილი თვალსაჩინოებაა საოცარი ჟენევის შადრევანი - Jet d’Eau, რომელიც ტბის წყლის ჭავლს 140 მეტრზე (459 ფუტი) ამოაფრქვევს. ერთ დროს ჰიდროელექტროსადგურის სარქველი, ჭავლი შადრევნად გადააკეთეს 1891 წელს.

გარდა მისი ულამაზესი პეიზაჟებისა, ქალაქი ასევე მრავალი სხვა მიზეზის გამოა ცნობილი, მათ შორის მაღალი ხარისხის საათებით, დანებით, საუკეთესო ხარისხის შოკოლადით, ყველის ფონდიუებით და ასევე იმით, რომ აქ განლაგებულია ევროკავშირის რამოდენიმე სააგენტო. ამასთან, აქ არის უამრავი ისტორიული ადგილი ტურისტების მოსახიბლად როგორიცაა: ერთა ლიგის ბაზა, ნაციათა სასახლე თავისი აღმაფრთოვანებელი სააქტო დარბაზით, საინტერესო ბიბლიოთეკითა და კეთილმოწყობილი ეზოებით. ის ასევე ფლობს სახვითი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას. ნამდვილად ღირს შუასაუკუნოვან საკათედრო ტაძრ სანტ პიერში სტუმრობა.

ჟენევაში უამრავი მუზეუმია, მათ შორის ეთნოგრაფიული, ოროლოგიური (საათმცოდნეობის), წითელი ჯვრის, საბუნებისმეტყველო ისტორიის, ვოლტერის, რეფორმაციისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები. ქალაქი მისი წლიური ბიუჯეტის 20%-ს ხარჯავს მის კულტურულ დეპარტამენტებზე. სწორედ ამიტომ, მუზეუმების უმეტესობაში შესვლა უფასოა.

ქალაქი ცნობილია პარკებითა და ბაღებით. პარკი დესზ ვივე სასიამოვნო ადგილია გასასეირნებლად, მშვენიერი ხედებით, ტბის გადაღმა მდებარე გაერთიანებული ერების კამპუსითა და ერთა სასახლით. ცოტა მეტი ენერგიის მქონე ადამიანებისთვის, ქალაქგარეთ, ტბის სანაპიროზე პლაჟია მოწყობილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ იცურაოთ და ისიამოვნოთ სხვადასხვა საპლაჟე და წყლის სპორტის სახეობებით.