.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ბაზელი

Baselშვეიცარიის სიდიდით მესამე ქალაქი მდინარე რაინზეა გაშენებული, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვრებთან ახლოს, და მის მთავარ ინდუსტრიულ ცენტრს წამროადგენს. ეს არის სარკინიგზო კვანძი, სამი მთავარი სადგურით - შვეიცარიული, გერმანული და ფრანგული ქსელებისთვის. ქალაქის ორი ნაწილი (ბაზელის დიდი და პატარა ნაწილი) ერთმანეთს ხუთი ხიდით უკავშირდება, და ნამდვილად ღირს ძველებური საკაბელო ბორანით მათ ქვეშ გასეირნება.

გაისეირნეთ ქალაქში, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების აღმოსაჩენად, მათ შორის იხილავთ მესსეტურმის, შვეიცარიის ყველაზე მაღალ შენობას. ქალაქში ასევე  შეხვდებით ულამაზეს შენობებს, როგორიც არის ქვიშაქვის მინსტერის ეკლესია შთამბეჭდავ მინსტერის მოედანზე (მინსტერი არის ტაძრის ალტერნატიული სახელწოდება). ეს ადრეგოთიკური შენობა აღსდგა 1356 წლის დიდი მიწისძვრის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია ბაზრის მოედანზე გრანდიოზული რენესანსის ქალაქის მერია (მარკტპლაცი, სადაც ყოველდღიურად იმართება ბაზრობა). ვიწრო ქვაფენილიანი საფეხმავლო ქუჩების ლაბირინთი გამოსაკვლევად მოგიხმობთ, თუმცა აუცილებელია კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, რადგან ქუჩები ციცაბოა! ასევე გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია კვირა დღეს. საუკეთესო ღამის ცხოვრებას კი მდინარის გადაღმა პატარა ბაზელში შეხვდებით.

ბაზელი დიდი კულტურის მატარებელი ქალაქია 40 მუზეუმით, ათობით თეატრებითა და ეკლესიებით და ღია ცის ქვეშ რეგულარული კონცერტებით. თუმცა ქალაქი რეალურად ცნობილია ბაზელის კარნავალით („Fasnacht“), რომელიჩ ტარდება დიდი მარხვის პირველ დღეს, და გრძელდება ზუსტად 72 საათის განმავლობაში. 20,000 ფეხით მოსიარულე ატარებს ნიღბებს და ფერად კოსტუმებს. აქ ტარდება პარადები, მსვლელობითი ორკესტრები, კონცერტები და ფარნების გაშვება, ამასთანავე ციდან კანფეტის წვიმა არ წყდება. არაჩვეულებრივი სანახაობაა!