.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

პრაღა

პრაღაპრაღა  1000 წლის განმავლობაში იყო ჩეხეთის სახელმწიფოს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს რა მდინარე ვლტავას მოსახვევში, ბერლინსა და ვენას შორის, ის განლაგებულია ლამაზი ციხეებითა და ეკლესიებით  მოფენილ შვიდ მთაზე. პრაღა ფართოდაა აღიარებული, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი. 1993 წელს, ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდგომ, პრაღა იქცა ჩეხეთის ახალი რესპუბლიკის დედაქალაქად. კომუნიზმის ეპოქის  დასრულების შემდგომ კი პრაღა გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქი, რომელიც ცნობილია კაფეების კულტურით, აქტიური ღამის ცხოვრებით და  ძალიან ლამაზი გარემოთი.  
 
ქალაქის აყვავების პერიოდი იყო მეთოთხმეტე საუკუნე და ჩარლზ IV მეფობის ხანა. ჩარლზმა აქ  დაარსა ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი უნივერსიტეტი . ის  დღეისათვის ცნობილია, როგორც ჩარლზის უნივერსიტეტი. მან ასევე ძველი ქალაქის ახლოს დაარსა ახალი ქალაქი, ხელახლა ააშენა პრაღის ციხესიმაგრე და ვიშეგრადი,  მანვე  ააგო ჩარლზის ხიდი. მისი მეფობის დროს აშენდა ბევრი ახალი ეკლესია, მათ შორის წმინდა ვიტუსის ტაძარი. ჩარლზი აკურთხეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად. მას სურდა, პრაღა ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი  ქალაქი,  გამორჩეული პრაღის ციხითა და ასევე  გამორჩეული გოთური საკათედრო ტაძარით. დასასრულს, მან ააშენა უამრავი ლამაზი შენობა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. 
 
ციხესიმაგრე აშენდა მეცხრე საუკუნეში და დღემდე რჩება ძალაუფლების სიმბოლოდ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა მსოფლიოში. აქ განლაგებულია ბოჰემური სამეფოს სამკაულები. აქვეა მეთვრამეტე საუკუნის შტერნბერსკის სასახლე (შტერნბერსკყ პალაც), ეროვნული გალერიის სახლი ძველი ოსტატების შექმნილი  შესანიშნავი კოლექციით. კომპლექსი 1344 წლიდან მოიცავს მშვენიერ სამეფო ბაღებს და გოთური სტილის დიდებულ წმინდა ვიტუსის ტაძარს. სამლოცველოს კედლები, სადაც მდებარეობს წმინდა ვენჩესლავის საფლავი, გაფორმებულია ძვირფასი ქვებითა და ლამაზი მოხატულობით. 
 
პრაღის ძველი ქალაქი (Stare Mesto) მშვენიერი ადგილია მოკირწყლული ქუჩებით, გასასვლელებით, საუცხოო  ეკლესიებითა და სასახლეებით. პატარა კვარტალი (Mala Strana) ციხესიმაგრის კედლების ქვევით ძევს. ეს რაიონი მოიცავს მრავალ სახელოვან ისტორიულ შენობას, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს. ჩარლზის ხიდი, კოშკებით ორივე მხარეს, რომელიც აშენებულია 1357 წელს კიდევ ერთი შესანიშნავი სანახაობაა. ის  ხიდზე გამვლელებს ქალაქის ულამაზეს ხედებს სთავაზობს.