.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ნიცა

ნიცაქალაქი საფრანგეთის რივიერაზე (Cote D’Azur) დაარსებულია ბერძნების მიერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს. ის მრავალჯერ შეიცვალა, სანამ საბოლოოდ  1860 წელს საფრანგეთის ნაწილი არ გახდა. როგორც მდიდარმა და ზოგჯერ კი როგორც სამარცხვინო ადგილმა, ნიცამ მიიპყრო სხვადასხვა ეროვნების მნახველთა უზარმაზარი ყურადღება და მოიზიდა უამრავი დამსვენებელი, რითაც ის კოსმოპოლიტურ ადგილად იქცა.
 
ხანგრძლივი ტურისტული ისტორიის მიუხედავად, ნიცა არ იკავებს  კულტურილი მემკვიდრეობის მოყვარულთა სიაში ზედა ადგილს, თუმცა ნავსადგურის ზევით, ძველი, ცოცხალი უბანი შერეული ქუჩებისა და შესახვევების თვალწარმტაც ლაბირინთს წარმოადგენს, სადაც  ბევრი საინტერესო სახლია. ასევე მნიშვნელოვანია მეჩვიდმეტე საუკუნის საკათედრო ტაძრის მოწყალების სამლოცველო (Chapelle de la Misericorde), უჩვეულო სამრეკლოთი და უცნაური იტალიური სტილის Liscaris სასახლით. 
 
ნიცა ხალხს შესაძლებლობას აძლევს  ისიამოვნონ  ამ პიკანტური ხმელთაშუა ზღვის კურორტით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ორი “ნუ” – ნუ მოელით, რომ იაფად ისიამოვნებთ ნიცის თავგადასავალებით (ყველაფერი ძვირია) და ნუ ელით ქვიშიან სანაპიროებს (აქ ისინი არაა).
 
ქალაქში შეხვდებით: გრანდ სასტუმროებს, კლასიკური XIX საუკუნის ვილებს, შადრევნიანი სკვერებს, ცნობილ Pრომენადე დეს Aნგლაის რომელიც “ანგელოზის ყურეს” მიუყვება, ტერასიან კაფეებს და უმაღლესი კლასის რესტორნებს. თუმცა ეს  მომხიბვლელი ფუფუნების საგნები  ნამდვილად აღარაა ისეთი ექსკლუზიური, როგორიც ადრე იყო. 
 
მათ, ვინც დაინტერესებულია კულტურის  ნიმუშებით, ნიცა უამრავ ღირშესანიშნაობებს  გთავაზობთ: შაგალის მუზეუმი, რომელსაც ცნობილი  მხატვრის მიერ გაფორმებული ვიტრაჟები აქვს; მატისის  მუზეუმი  და სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ორიგინალი თაბაშირის სკულპტურა -  როდენის კოცნა. მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ავტობუსის სადგურთან ახლოს ოთხი კოშკის ნაკრებშია განთავსებულია. ის ქალაქის ზღვრისპირა უბნის უკანა მხარეა.