.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

მარსელი

მარსელიმარსელი განლაგებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ის საფრანგეთის მეორე უმსხვილესი ქალაქია და ძალზედ მნიშვნელოვანი პორტი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ მოგზაურს ის მიაჩნია ჭუჭყიან, უხეშ და ~საშიშ ტერიტორიად, ის მაინც საინტერესო და ფერადოვანი ადგილია მდიდარი ისტორიით. ნგრევის პერიოდის ათწლეულების შემდგომ, ის ცდილობს გაილამაზოს გარეგნობა – შენობები განახლებულია და ახალი TGV მატარებლის ხაზი პარიზისაკენ მიემართება.

მარსელი თავდაპირველად მნახველთათვის შესაძლებელია შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს. ხმაურმა, სუნმა, სიცხემ და ბაზრობებმა შესაძლოა უფრო მეტად აფრიკა მოგაგონოთ, ვიდრე ევროპა. აქ შეიგრძნობა დაძაბულობა. ის ყველაზე ძველი ქალაქია საფრანგეთში, რომელიც 2500 წლის წინ დაარსდა და ყოველთვის წარმოადგენდა ცოცხალ, ხმაურიან ჭიშკარს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მისი ხასიათი დამახასიათებელია უფრო მეტად ხელთაშუა ზღვისთვის, ვიდრე საფრანგეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იქ ტურისტები ნაკლებადაა, ის მაინც ათენის, ბარსელონას ან ნეაპოლის ღირსეული კონკურენტია.

ქალაქის ძირითადი მაგისტრალი La Canebiere,  გადაჭიმულია ძველი პორტიდან აღმოსავლეთისაკენ. ოდესღაც წითელფარნიანი დაუცველი რაიონი, ამჟამად წარმოადგენს სავაჭრო ქუჩას, რომელიც გარშემორტყმულია ბაზრობებით სავსე ფერადი მაღრიბის კვარტალით. აქ იყიდება ეგზოტიკური ბოსტნეული, აფრიკული ფერადი ქსოვილები და სანელებლები. ძველი პორტის გარშემო არსებული ზონა მარსელის გულია, სადაც ნახავთ ნავსადგომს და თევზის ბაზრობას. პორტის შესასვლელში ნავსადგურზე აღმართულია ორი დიდი ციხესიმაგრე, წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე - სამხრეთ მხარეს და წმინდა იოანის ციხესიმაგრე - მეორე მხარეს.

მარსელის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა შესაძლებელია იყოს ნოტრ-დამ დე ლა გარდეს ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ზევით, პორტის სამხრეთით. ღვთისმშობლისა და იესოს უზარმაზარი მოოქროვილი ქანდაკების დანახვა, რომელიც კოშკის თავზე დგას ზღვიდან შორი მანძილიდანაც შესაძლებელია.

პანიერი მარსელის უძველესი ნაწილია, ეს არის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ვიწრო ქუჩებითა და ქვის საფეხურებით. მისი ნაწილი დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ, რომლებმაც დინამიტები გამოიყენეს “არასასურველი” ფართობის გასასუფთავებლად ებრაელებისა და სხვა მებრძოლებისაგან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგადად ამ რაიონის სული და არქიტექტურის დიდი ნაწილი გადარჩა, მათ შორის მეჩვიდმეტე საუკუნის სასტუმრო “De Ville”. აქვეა მარსელის მომაჯადოვებელი მუზეუმი, რომელიც ასახავს ქალაქის გრძელ და მოვლენებით სავსე ისტორიას, ასევე ქალაქის ყველაზე ლამაზი შენობა “Hospice de la Vielle Charite”. მისი სამსართულიანი მონასტერი და მაღალფარდოვანი ბაროკოს სტილის სამლოცველო მიშენებულ იქნა ღარიბ შენობაზე გვიან მეჩვიდმეტე საუკენეში.

რომი