.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

პარიზი

პარიზიპარიზი საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

როგორც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურიტული მიმართულება, პარიზის პრიორიტეტულობას უზრუნველყოფს არაჩვეულებრივი არქიტექტურა, საოცარი მუზეუმები, მსოფლიო კლასის გალერეები, ზღაპრული პარკები, დიდებული თეატრები, ელეგანტური ბულვარები, სოცოცხლით სავსე კაფეები... და საკულტო ეიფელის კოშკი. ეს უკანასკნელი ქალაქის სიმბოლოდ იქცა, და  მათ, ვისაც სურვილი აქვთ ფეხით აიარონ 700 საფეხური (ან იმგზავროს ლიფტით) იხილავენ ქალაქის მომხიბვლელ პანორამას. ეიფელის კოშკმა მისი გახსნის დღიდან, 1887 წლიდან მოყოლებული    200 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი აღაფრთოვანა.

პარიზის ღირშესანიშნაობათა შორის არის: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტრიუმფალური თაღი, ელისეის მინდვრები, საკრე-კიორის ბაზილიკა, ინვალიდთა სახელმწიფო სახლი, პანთეონი, გარნიეს ოპერა, გრანდ არკი... და მრავალი სხვა. მათ შეიძლება დაემატოს ლუვრის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი, ორსეს მუზეუმი... და ბევრი მრავალი. აქვეა ცნობილი კვარტლები, როგორიც არის მარცხენა სანაპირო - ფობურ სენტ-ონორე, მონტმარტრი, ლე-ალი, ლათინური კვარტალი, მონტპანასი... და მრავალი სხვა.

დიახ, ეს ძალიან ბევრია, მაგრამ,  ამას არ აქვს მნიშვნელობა. პარიზში უამრავი  რამის ნახვა და გაკეთება შეიძლება. ყველაფრის მოსწრება კი ერთ ვიზიტში შეუძლებელია. ამიტომ - მიჰყევით დინებას და იცოდეთ, რომ პარიზის ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა მოხვდეთ,  უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩებით. შემდეგ კი შეპირდით საკუთარ თავს, რომ მომავალ წელს ისევ დაბრუნდებით იქ.