.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ბოლონია

ბოოლონიამიუხედავად 1944 წელს განცდილი ძლიერი დაბომბვისა, ბოლონიის ისტორიულმა ცენტრმა, რომელიც სიდიდით მეორეა ევროპაში (ვენეციის შემდეგ), შეინარჩუნა შუასაუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს ძეგლები, რომლებიც უთვალავ სანახაობას სთავაზობენ ტურისტებს.

იტალიის ჩრდილოეთით ემილია-რომანიას დედაქალაქში, ბოლონიაში მდებარეობს ევროპის უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც 1088 წელს დაარსდა, როდესაც ბოლონია იყო მდიდარი და დამოუკიდებელი ქალაქი. ქალაქის ისტორიული ცენტრი ულამაზესია. მის ღირშესანიშნაბებს შორის არის სან დომენიკოს ეკლესია, რომელშიც დაცულია მიქელანჯელოს ადრეული პერიოდის ნამუშევრები და ნიკოლა პისანოს მიერ შექმნილი აკლდამა.

ბოლონია პირველად განვითარდა ემილიას ქუჩის გასწვრივ, როგორც ეტრუსკული და მოგვიანებით რომაული კოლონია. მისი რომაული მემკვიდრეობის გამო, ცენტრალური ქუჩები რომაული დასახლების ქსელის ნიმუშზეა აგებული. თავდაპირველი რომაული ციხესიმაგრეები ჩანაცვლდა შუასაუკუნოვანი გამაგრებული შენობებით, რომელთა ნახვაც დღესაც არის შესაძლებელი, და ბოლოს ისინი ჩანაცვლებულ იქნა ციხესიმაგრეთა მესამე ზოლით, რომლებიც მე-13 საუკუნეში აშენდა. ქალაქი ცნობილია შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით, რომელთაგან ოცი კვლავაც არსებობს. თავდაპირველად ბოლონიაში 200 კუშკი იდგა, რომლებსაც შეძლებული ოჯახები აშენებდნენ ნაწილობრივ იმისათვის, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ, ნაწილობრივ კი თავდაცვითი მიზნებისთვის. 

ქალაქის ცენტრში გადარჩენილი ორი კოშკი, რომლებიც არასანდოდ ეყრდნობიან რავენის კარიბჭის სასახლეს, დღეს ცნობილ ღირშესანიშნაობას წარმოადგენენ. გარისენდას კოშკი 49 მ (160 ფუტი) სიმაღლის არის და ვერტიკალურად 3,2 მ (10 ფუტი) არის გადახრილი. თავდაპირველად ის მნიშვნელოვნად მაღალი იყო: 1360 წელს ზედა ნაწილი მოეხსნა იმის გამო, რომ ის სახიფათოდ იქნა მიჩნეული. ის დღესაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. მეზობლად მყოფი ასინელის ოჯახის მიერ 1119 წელს აშენებული კოშკი 97 მ (318 ფუტი) სიმაღლის არის. აიარეთ 498 საფეხური იმისათვის, რომ იხილოთ ქალაქის წითელი კრამიტით დახურული სახლები და ულამაზესი სოფელი მათ მიღმა.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ემილია-რომანია იტალიის ყველაზე მოსავლიანი რეგიონი იყო ხორბლისა და მერძევეობის მხრივ, და ის ცნობილია საკვებითა და ღვინით. ბოლონია განთქმულია კულინარიული ტრადიციებითა და ზოგიერთი მას იტალიის სასურსათო დედაქალაქადაც მიიჩნევს. ადგილობრივად ცნობილ „რაგუს“ მსოფლიოში „ბოლონიურ სოუსს“ უწოდებენ, მისი წარმომავლობის გამო. 

ბოლონია