.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

მადრიდი

Madridმდინარე მანზანარესზე, სიერა-დე-გვადარამას მთებსა და მდინარეებს შორის გაშლილი ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი იბერიის ნახევარკუნძულის მთავარ ფინანსურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად ითვლება. სწრაფად მზარდი ქალაქი, მე-16 საუკუნის ნანგრევებიდან, ფილიპე მეორეს ბრძანებით  კოჰერენტულ და უზარმაზარი არქიტექტურის მქონე მეგაპოლისად იქცა. კომპაქტური, ადვილად მისასვლელი ქალაქის კედლები 1860 წელს დაინგრა.

ცნობილი ხელოვნების ოქროს სამკუთხედის გამო, რომელიც პასეო დელ პრადოზე მდებარეობს, მადრიდი არის ევროპის ერთერთი საუკეთესო ადგილი ხელოვნების მოყვარულთათვის. სამკუთხედი შედგება სამი მუზეუმისგან: პრადოს მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ველასკესისა და გოიას ნამუშევრები; თისენ ბორნემისცას მუზეუმი ყველაზე დიდი კერძო კოლექციის მფლობელი და რეინა სოფია, რომელმაც ნიუ იორკიდან დაიბრუნა პიკასოს შედევრი ‘გერნიკა’.

კულტურული და ისტორიული სიმდიდრის გარდა, ქალაქი ასევე ფლობს უაღრესად თანამედროვე ინფრასტრუქტურას და ის არანაკლებ ცნობილია მისი ახალგაზრდული, თავბრუდამხვევი ატმოსფეროთი. ხმაურიანი კაფეები შერწყმული ბაზრებსა და სკვერებთან; ცხარე საკვების ბარებს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით მშიერი ტურისტების მოსახიბლად, ხოლო ენერგიული ღამის ცხოვრება სატრანსპორტო საცობებსაც კი იწვევს დილის საათებამდე.

გაისეირნეთ პუერტა დელ სოლის მოედანზე და იხილეთ ცნობილი საათი, რომლის ზარებიც ნიუ იორკიდან არის ჩამოტანილი, ან დააგემოვნეთ სასმელი ახლოს მდგომ პლაზა მაიორში და წარმოიდგინეთ ესპანური ინკვიზიციისა და ხარებთან ბრძოლის სცენები, რომლებიც ამ კედლებს შორის ვითარდებოდა.

ნუ გამოტოვებთ მადრიდის ფესტივალებს წმინდა მფარველთა დღეებში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ დაჯავშნოთ ნომერი, რადგან ამ პერიოდში სასტუმროებში ადგილის შოვნა ძალიან რთული იქნება.