.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ბარსელონა

Barcelonaესპანეთის მეორე უდიდესი ქალაქი მადრიდის შემდეგ და კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და სიცოცხლით სავსე და საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.

ბარსელონის ძველი ქალაქის ცენტრია ბარი-გოტიკი (კატალ. Barri Gòtic - გოთური კვარტალი). მრავალი შენობა შუა საუკუნეებით თარიღდება, ზოგიერთი კი ქალაქის რომაულ დასახლებამდელ პერიოდს მიეკუთვნება. 1885-1950წლებში განვითარებულმა კატალონიური მოდერნიზმის არქიტექტურამ (დაკავშირებულია დანარჩენ ევროპაში არტ-ნუვოს სახელით ცნობილ მოძრაობასთან) ბარსელონას მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შესძინა. რამდენიმე მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებები, რომელთა ნახვაც მთელს ქალაქშია შესაძლებელი.

გაუდის ადგილობრივი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია კასა მალა, საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ტალღოვანი ფასადიც შთაგონებულია კატალონიის წმინდა მთის კლდოვანი ფორმებით. მისი მშენებლობის პერიოდია 1905-1907 წლები.
გაუდის ეკლესია კი, შეიძლება, მის ყველაზე დიდ მიღწევად ჩაითვალოს. 1884 წლიდან გაუდი შეპყრობილი იყო საგრადა ფამილიას მშენებლობის იდეით, რომელსაც ის აშენებდა 40 წლის განმავლობაში და ის დღესაც დაუსრულებელია. მას აქვს ოთხი გუმბათი, რომლის წვერებიც დასრულებულია ფერადი კერამიკით და ქვის შესასვლელები, რომლებსაც ჩამოღვენთილი ცვილის ფორმა აქვს. გაუდის სხვა ნაშრომები მოიცავს კასა ბატიოს, და გუელის სასახლე და პარკს. ბარსელონაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სხვა კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ პაუს ჰოსპიტალი.

ბარსელონაში მრავალი მუზეუმია, რომლებსაც შეგიძლიათ ეწვიოთთ. კატალონიის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი ფლობს რომანული ხელოვნების ცნობილ კოლექციას, ხოლო ჟოან მიროს ფონდი, პიკასოს მუზეუმი და ანტონი ტაპიეს ფონდი ამ გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრების მნიშვნელოვანი კოლექციების მფლობელები არიან. ქალაქში არის რამოდენიმე ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმი, როგორიც არის ქალაქის ისტორიის მუზეუმი, კატალონიის ისტორიის მუზეუმი, კატალონიის არქეოლოგიური მუზეუმი და ბარსელონის საზღვაო მუზეუმი.