.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

მილანი

Milanმილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქი განთქმულია მოდის წამყვანი ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი „გალერია ვიტორიო ემანუელე“ პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება.

სამხრეთ იტალიის უდარდელი რეპუტაციისგან განსხვავებით, მილანელები ამაყობენ ბეჯითი მუშაობით და თამაშით. ქალაქი ძალიან გაფართოვდა და დღეს ცენტრი ოფისების, ხარისხიანი მაღაზიებისა და რესტორან-ბარების სამყოფელია. მილანი არის სარკინიგზო კვანძი, ხუთი სადგურით. ადვილია მისი შემოვლა მეტროთი და ტრამვაის გრძელი ქსელით.

მილანის დაუოკებელი ენერგიის მიუხედავად, ქალაქში შეხვედებით მშვიდ ადგილებსაც და მრავალ ღირშესანიშნაობებს: სემპიონის პარკი - ქალაქის ერთერთი გამწვანებული სივრცე; დუომბოს საკათედრო ტაძარი, რომელიც მდებარეობს მომხიბვლელ მოედანზე და იტალიაში სიდიდით მეორე ეკლესიაა, რომში წმინდა პეტრეს ეკლესიის შემდეგ. მისი მშენებლობა დაიწყო მე-14 საუკუნის ბოლოს, რომაელების მიერ დაპყრობის შემდეგ და დასრულდა მე-19 საუკუნეში. მასზე ათასობით მარმარილოს ქანდაკებაა. ასევე მე-18 საუკუნის დიდებული ლა სკალა, რომელიც  ოპერის სახლია იტალიაში; მე-15 საუკუნის სფორცას სასახლე დღესდღეობით ხელოვნების გალერეად გადაკეთდა და იქ ინახება მიქელანჯელოს ბოლო ქმნილება.; წმინდა ამბროსის ბაზილიკა - იტალიის უძველესი ეკლესია, რომელიც აშენდა 379-386 წლებში.

მილანი არის ქალაქი, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება - ან ცდილობს რომ წინ გაუსწროს მას. რამოდენიმე ძველი ინდუსტრიული ზონა ტიპიური სტილით იქნა აღდგენილი, რითიც კიდევ ერთჯერ გაესვა ხაზი იმას, რომ ეს პროგრესული ქალაქი დამსახურებულ ადგილს იკავებს იტალიის ცხოვრებაში. 

Milan