.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ამსტერდამი

Amsterdamამსტერდამი დაარსდა მე-13 საუკუნეში. ის მეთევზეთა პატარა დასახლება იყო. ლეგენდის თანამხად, ის დააარსა ფრიზიელმა მეთევზემ, რომელიც  პატარა ნავით თავის ძაღლთან ერთად მდინარე ამსტელის ნაპირზე გაჩერდა. მდინარის სახელწოდებიდან მოდის სოფლის სახელი. დღეს ამსტერდამი არის ნიდერლანდების დედაქალაქი, რომელიც ცნობილია ლიბერალური დამოკიდებულებით, მდიდარი კულტურითა და ისტორიით. ქალაქში გადის რამოდენიმე კილომეტრი სიგრძის მომხიბვლელი არხი. ქალაქში ასევე მოგხიბლავთ დიდებული ხელოვნების ნიმუშები, განსაცვიფრებელი არქიტექტურა და მომხიბვლელი მუზეუმები.

აქ შემონახულია რამოდენიმე ადრინდელი პერიოდის შენობა, მათ შორის შუასაუკუნოვანი „Oude Kerk“ („ძველი ეკლესია“, გვერდებზე პატარა სახლებით), „Neuwe Kerk“ („ახალი ეკლესია“) და „Houten Huis“ (ხის სახლი). ისტორიული ცენტრი ძირითადად ოქროს ხანაში – მე-17 საუკუნეში აშენდა, 

მაშინ  ამსტერდამი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო, რადგან სავაჭრო კავშირები  ჰქონდა ბალტიის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნებთან, ინდონეზიასა და ბრაზილიასთან. მისი საფონდო ბირჟა იყო  პირველი, რომელიც მუდმივად მუშაობდა. ამ პერიოდში აშენდა დამპლეინის კლასიკური სამეფო სასახლე, ვესტერკერკი, ზიუდერკერკი, და არხზე განთავსებული მრავალი სახლი, მათ შორის „De Dolfijn“ (დელფინი) და „De Gecroonde Raep“ (გვირვინოსანი თალგამი).

ამსტერდამში მრავალი ცნობილი მუზეუმია, მათ შორის „Rejksmuseum“, „Stedelijk Museum“ და რემბრანტის სახლმუზეუმი. ვან გოგის სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია.  ასევე ანა ფრანკის სახლის „Prinsengracht“-ისნახვა. ეს არის ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს იმალებოდა ებრაელი მემუარისტი ნაცისტების დევნისას.

ამსტერდამი ცნობილია მისი არხებით. სამი მთავარი არხი იწყება ტბა ეიდან; რომლებიც  ქალაქის სახლების  განლაგებაზე მოქმედებენ და დროის სხვადასხვა პერიოდს ასახავენ. ყველაზე ცენტრალური არხია „Herengracht“ (უფლის არხი). შემდეგ ჩამოედინება „Keizersgracht“ (იმპერატორის არხი) და „Prinsengracht“ (პრინცის არხი). განსაკუთრებით სასიამოვნოა მათზე ნავით  ან მათ მიმდებარე ქუჩებზე მოტოციკლით გასეირნება. უფრო მცირე ზომის არხები  მთავარ არხს კვეთენ, რითიც ისინი ქალაქს რამოდენიმე კუნძულად ყოფენ;  ამ ულამაზეს ქალაქში, რომელსაც „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ არხებზე გადებულია დაახლოებით 1300 ხიდი. 

ამსდეტრდამი ასევე ცნობიალია ღამის ცხოვრებით, ხმაურიანი კაფეებით, რესტორნებით, კლუბებით, ტრადიციული ‘ბრაუნის’ ბარებით და კინო-თეატრებით. ისინი ძირითადად „Leidseplein“-ის, „Jordaan“-ისა და „Rembrandtplein“-ის მიდამოებშია  განთავსებული. მრავალი ტურისტი სტუმრობს არაფორმალურ „წითელი ფარნების კვარტალს“, სადაც ლეგალიზებული პროსტიტუცია, სტრიპტიზ კლუბები და სექს-შოფებია განლაგებული.