.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა საწყისი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს „GASA“ ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებ-მისამართზე: www.gasa.ge ) დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ვებ-გვერდის პროვაიდერი, შპს. ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი

„GASA„ (მოხსენიებულია როგორც „ჩვენ“), მიზნად ისახავს თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლიან სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@gasa.ge

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ამ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დახურეთ ეს გვერდი და ნუ შეხვალთ ან ისარგებლებთ ჩვენი ვებ-გვერდით.

1. ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში


ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ჩვენი აზრით უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ასე რომ, გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ იგი. თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ამ დოკუმენტში, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ წინამდებარე დოკუმენტში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების დადებით.


2. შესაგროვებელი ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება


ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. - პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა, როდესაც
თქვენ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, დარეგისტრირება, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა, ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება, ჩვენს მიერ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში მონაწილეობა, გამოკითხვებში მონაწილეობა, კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება, ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა, ჩვენთან სამსახურის დასაწყებად განცხადების გამოგზავნა, ვიდეოს დადება ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვისდარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“). საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ სავალდებულო ინფორმაციას იმ კონკრეტული აქტივობისათვის, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
ჩვენ ვიყენებთ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რათა უზრუნველგყოთ თქვენ პროდუქტებითა და მომსახურებით, მოვახდინოთ კონკურსების ადმინისტრირება, გავზარდოთ ვებ-გვერდის ექსპლოატაცია, გავაუმჯობესოთ ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობა, მოვახდინოთ ვებ-გვერდით სარგებლობის ანალიზი, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებები და თქვენი მესამე მხარესთან ურთიერთობის გამოცდილება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის მესამე ნაწილის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ გაუგზავნით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურს ელექტრონულ ფოსტას, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი კომენტარები და მოსაზრებები იმისათვის, რომ გავუზიაროთ სხვებს ჩვენი მომსახურების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოვაქვვეყნოთ თქვენი კომენტარი ჩვენს სარეკლამო მასალებში ან ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი კომენტარები შეიძლება შეიცავდეს პირად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი. ამ შემთხვევაში, აღნიშნული კომენტარის საჯაროდ გამოქვეყნებამდე ჩვენ ავიღებთ თქვენგან ნებართვას, რომ თქვენი სახელი გამოქვეყნებულ იქნეს თქვენი კომენტარის გასწვრივ. ასევე, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს სხვისთვის ინფორმაციის ან პროდუქტის გასაგზავნად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია. ჩვენ შეიძლება ასევე გამოვიყენოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო
ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: ხარვეზის აღმოფხვრა, დავის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება, თქვენთან დაკავშირება, ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების (რაც მოიცავს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას) აღსრულება, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია - არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის მე-4 და მე-8 ნაწილებში.
ჩვენ ვიყენებთ არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას შემდეგი მიზნებისათვის: ხარვეზის აღმოფხვრა, ვებ-გვერდის ადმინისტრირება, ტენდენციების ანალიზი, დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვება, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. ჩვენ შეიძლება ასევე მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებსა და მარეკლამირებელ პირებს, რათა მათ მოახდინონ ჩვენი ონლაინ რეკლამების, ინფორმაციისა და პროგრამირების საერთო ეფექტურობის გაზომვა.

3. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა


ჩვენ არ გავცემთ, ვყიდით, ვაქირავეთ ან ვვაჭრობთ სხვა პირებთან თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციით გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა:
ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერს. ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურებასა და პროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო ელექტრონული ფოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, გაგზავნონ ამანათები, გაგზავნონ ელექტრონული და საფოსტო გზავნილები,
მოახდინონ კონკურსებისა ადმინისტრირება, წაშალონ განმეორებადი ინფორმაცია მომხმარებელთა სიიდან, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ მარკეტინგული დახმარება, განახორციელონ ძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მართონ ვებ-გვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსხურება. ჩვენ შეიძლება ასევე მოვიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან, რომლებთანაც ჩვენ ბიზნეს-ურთიერთობანი გვაკავშირებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს ჩვენი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბანკს, რათა მან მოახდინოს თანხის გადარიცხვა საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა მათ შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება ამ პირთა მიერ შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკით და არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.
ჩვენ შეიძლება რემარკეტირება მოვახდინოთ თქვენი ინფორმაციით. ჩვენთვის რემაკეტირება არის მომხმარებლებთან დაკავშირების საშუალება, რაც ემყარება თქვენს ძველ ურთიერთობებს „ GASA“ ვებ-გვერდთან. ჩვენ შეიძლება დავიქირავოთ მესამე მხარე სარეკლამო გამყიდველები რათა მათ განახორციელონ განმეორებითი ვაჭრობა. ამის შედეგად, მესამე მხარე გამყიდველებმა, მათ შორის „Google“ – მა შეიძლება გამოაჩინოს ინტერნეტში „ GASA“ რეკლამები. მესამე მხარე გამყიდველები, მათ შორის „Google“ იყენებენ „Cookies“ რეკლამისათვის რაც ემყარება მომხმარებლის მიერ GASA-ს ვებ-გვერდზე მანამდე შესვლას. მომხმარებლებს შეუძლიათ უარი განაცხადონ „Google“ - ის მიერ „Cookies“ გამოყენებაზე „Google“ – ის შესაბამის გვერდზე შესვლით, კერძოდ http://www.google.com/privacy. ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ განმეორებითი ვაჭრობის მიზნებისათვის და არ იქნება გამოყენებული მათ მიერ ნებისმიერი სხვა მიზნის მისაღწევად.
ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს. როგორც ყველა ბიზნესი, ჩვენ შეიძლება შევუერთდეთ ან შესყიდულ ვიქნეთ სხვა პირის მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მიიღებს ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე მაინც გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.
ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნვლეყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას,
გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.


4. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა


ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, ფილიალებს და მარეკლამირებელ პირებს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ ერთიანი დემოგრაფიული ინფორმაცია (რომელიც შეიცავს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას) „მესამე მხარე მარეკლამირებელ ფიზიკურ პირებს“ ან „მესამე მხარე მარეკლამირებელ ორგანიზაციებს,“ ასევე სხვა პირებს ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით:
ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარე მარეკლამირებელ ორგანიზაციებს რათა მათ გამოაქვეყნონ რეკლამა თქვენი არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია თქვენს მიერ ამა თუ იმ ვებ-გვერდის ვიზიტის შესახებ იმისათვის, რომ შემდგომ წარმოადგინონ „Network Tags“ მეშვეობით იმ პროდუქტებისა თუმომსახურების რეკლამები, რომლებმაც შეისაძლებელია დაგაინტერესოთ. ზემოხსენებული მესამე მხარე მარეკლამირებელი ორგანიზაციები შესაძლეელია იყვნენ სარეკლამო კავშირები, რომლებიც არიან Network Aadvertising Initiative „(NAI“) -ის წევრები. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ნებისმიერ „NAI“- ს წევრ ორგანიზაციაზე, ან თუ გსურთ უარი განაცხადოთ „NAI“- ს ნებისმიერი წევრი ორგანიზაციის მიზნობრივ რეკლამაზე, მაშინ დააკლიკეთ
აქ: www.networkadvertising.org/consumer/opt_out.asp
ჩვენ ასევე ვიყენებთ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა თვალყური ვადევნოთ და გავაანალიზოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო სარგებლობა და ჩვენი მომხმარებლების საერთო სტატისტიკური ინფორმაცია. ყოველივე ეს გამიზნულია საიმისოდ, რომ ჩვენ ვმართოთ ჩვენი ვებ-გვერდი და სისტემატიურად გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. ჩვენ შეიძლება გამოვაქვეყნოთ აღნიშნული ინფორმაცია რეკლამის თვალსაზრისით ან წარმომადგენლობითი აუდიენციის სახით ჩვენი მარეკლამირებლებისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, არამედ მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების აქტივობების ზოგადი შეჯამება. ასეთი მონაცემები შეგროვებულია ჩვენი სახელით, გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს მიერვე ხდება მათი გამოყენება.


5. ინფორმაციის განახლება და შეცვლა


ჩვენი აზრით თქვენ უნდა გქონდეთ იმ პირადი საიდენტფიკაციი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეცვლის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენთ. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმეირი პირადი საიდენტფიკაციო
ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე შესვლითა და ვებ-გვერდის „ჩემი ანგარიში“ – ს განყოფილებაში შესვლით, ასევე ჩვენთვის contact@gasa.ge –ზე ელექტრონული ფოსტის გამოგზავნით. ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და ის ინფორმაცია, რომლის განახლებაც გსურთ.
ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანსაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფრომაციის დარეზერვებას.
თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებ-გვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

6. მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე


როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციისწარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებ-გვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.
ჩვენ პერიოდულად გამოგიგზავნით ადმინისტრაციულ და სარეკლამო ელექტრონულ ფოსტას, რაც იქნება თქვენს მიერ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის წინაპირობა. ჩვენ გამოგიგზავნით ინფორმაციას თქვენი ანგარიშის აქტივობასთან, შენაძენებთან და ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების განახლებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით. თქვენ არ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ადმინისტრაციულ ელექტონულ ფოსტაზე. ადმინისტრაციული ელექტრონული ფოსტა ეხება მომხმარებლის აქტივობას ვებ-გვერდზე, და მოიცავს ელექტრონულ ფოსტას, რომელიც ეხება კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშს, მის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ მოთხოვნებს და კითხვებს, ასევე მის მიერ პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის საკითხებს. ადმინისტრაციული ელექტრონული ფოსტისაგან განსხვავებით, თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება სარეკლამო ელექტრონულ ფოსტასთან მიმართებით. სარეკლამო ელექტრონული ფოსტა რეკლამას უწევს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის სპეციალურ ფასდაკლებებსა და სხვა შეთავაზებებს, ან/და ჩვენი მარეკლამირებელი პირებისა და პარტნიორების პროდუქტებსა და მომსახურებას. თუ თქვენ არ გსურთ ჩვენგან სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღება, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე დარეგისტრირების შემდგომ ნებისმიეირ დროს ჩვენთვის ელექტრონული ფოსტის გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: contact@gasa.ge , წინამდებარე დოკუმენტში მითითებულ საფოსტო მისამართზე
წერილის გამოგზავნით, ან ჩვენი ნებისმიერი ელექტრონული ფოსტის ქვემოთ შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით. ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღებაზე აცხადებთ უარს.


7. ინფორმაციის უსაფრთხოება


ჩვენ სერიოზულად ვუდგებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიეირ მსგავსი ინფორმაცია

8. მონაცემთა თვალყურის დევნება


„Cookies“. იმისათვის, რათა მოვახდინოთ თქვენს მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის წახალისება და თქვენი მოთხოვნილებებისამებრ მისი მოდიფიცირება, ჩვენ განვათავსებთ „Cookies“ თქვენს კომპიუტერში. „Cookies“ არის მომხმარებლის კომპიუტერზე ჩანაწერების შენახვის მიზნით განთავსებული პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ კონკრეტულ მომხმარებელზე. ჩვენ ვიყენებთ „Cookies“, რათა დავზოგოთ თქვენი დრო ვებ-გვერდით სარგებლობისას, შევახსენოთ ჩვენს თავს თქვენი ვინაობა და თვალყური ვადევნოთ მომხმარებლის ინტერესებს, რათა უზრუნველვყოთ მომხმრებელზე ორიენტირეული მუშაობა. „Cookies“ ასევე ხელს გვიწყობს რომ მივიღოთ თქვენგან არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვებ-გვერდებზე შეხვედით და რომელ ბმულებს დააკლიკეთ. ეს ინფორმაცია გვეხმარება, რომ შევქმნათ მომხმარეელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ვებ-გვერდი. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარე მარეკლამირებელი ორგანიზაციები, რათა
წარმოვადგინოთ რეკლამა ჩვენს ვებ-გვერდზე. შესაძლებელია აღნიშნულმა პირებმა ცალკე „Cookies“ განათავსონ თქვენს კომპიუტერზე, რაც მათი მომსახურების ნაწილს შეადგენს. ამ „Cookies“ –ზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება და ისინი ჩვენი კონტროლის სფეროს არ განეკუთვნებიან. წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებ-გვერდის მიერ გამოყენებულ „Cookies“ - ზე და არ მოიცავს ნებისმიერი მარეკლამირებელი პირის მიერ „Cookies“ გამოყენებას. ბრაუზერების უმრავლესობა ავტომატურად იღებს „Cookies“, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერის პარამეტრები იმგვარად, რომ მან არ მიიღოს „Cookies“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ მიიღებთ „Cookies“ ან წაშლით მათ, ვებ-გვერდის გარკვეული ნაწილები სათანადოდ ვერ იფუნქციონირებენ.
თვალყურის დევნების სხვა საშუალებანი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინდუსტრიის სხვა სტანდარტული ტექნოლოგიები, როგორიცაა „Pixel Tags“ და „Web Beacons“, რათა თვალყური ვადევნოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის სხვადასხვა გვერდებითა და პრომოაქცეიბით სარგებლობას, ან ჩვენ შეგვიძლია ნება დავრთოთ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა მათ გამოიყენონ ეს საშუალებები ჩვენი სახელით. „Pixel Tags“ და „Web Beacons“ არის პატარა გრაფიკული სურათები, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ვებ-გვერდის გარკვეულ გვერდებზე ან ელექტრონულ ფოსტაში. ეს გრაფიკული სურათები შესაძლებლობას გვაძლევენ დავადგინოთ განახორციელეთ თუ არა კონკრეტული ქმედება. როდესაც თქვენ შედიხართ ამ გვერდებზე, ან ხსნით ან აკლიკებთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტას, „Pixel Tags“ და „Web Beacons“ იღებენ არაპირად საიდენტიფიკაციო შეტყობინებას ამ ქმედებასთან დაკავშირებით. „Pixel Tags“ და „Web Beacons“ გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი წარმოდგენა და შევაფასოთ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორთა ქმდებები, ისევე როგორც შევაფასოთ ჩვენი რეკლამები და მიღწევები. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი მარკეტინგ პარტნიორებს მიერ „Pixel Tags“ და „Web Beacons“ იგივე მიზნებისათვის.

9. მესამე მხარე ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან www.gasa.ge - ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე შესვლაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა დამონაცემთა კრებული აქვთ, ისევე როგორც გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.

10. ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები


13 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ GASA-ს ვებგვერდით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 13 წლამდე პირებისაგან. ბავშვების პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარეგელი არის 13 წლამდე ასაკის, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რომ წავშალოთ ამ
მომხმარებლის პირადი ინფორმცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. ჩვენ გირჩევთ, რომ ბავშვებმა 13-დან 18 წლამდე მოიპოვოთ მშობელთა ნებართვა, სანამ ინტერნეტში დადებთ თქვენს პირად ინფორმაციას. სარგებლობთ რა გასას ვებგვერდით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ ცოტა 18 წლის ან ხართ სულ ცოტა 13 წლის და გაქვთ მშობლის ან მეურვის ნებართვა  GASA-ს ვებგვერდით სარგებლობაზე. საჯარო ადგილები. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ჩევნს ვებ-გვერდე საჯარო ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენს შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციასფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების და რესტორნების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება ასევე გამოჩნდეს სხვა ვებ-გვერდებზე და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება წაკითხულ იქნეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე რესტორანზე საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმრებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.


„Facebook Connect“.


„ GASA “ ვებ-გვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook Connect“ - ზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Facebook“ -ის კედლისა და მეგობართა სიახლეების დაფის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ „ GASA “ - ზე და „Facebook“-ზე და დააკლიკებთ „Facebook Connect“ - ს თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს რათა დაადასტუროთ რომ „Facebook“ აკონტროლებს ამ ანგარიშს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ „ GASA “ – ზე მაგრამ არა „Facebook“-ზე და დააკლიკებთ „Facebook Connect“ თქვენ შემოგთავაზებენ „Facebook“ მანდატის შექმნას ან „Facebook“ –ზე დარეგისტრირებას“. თუ თქვენ გააგრძელებთ, თქვენ ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას „ GASA “ ვებ-გვერდისათვის და ამავე დროს „ GASA “ ვებ-გვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“ –ით სარგებლობის პირობებს. და პირიქით, თუ თქვენ ამჟამად არ ხართ დარეგისტრირებული „ GASA “-ის მომხმარებლად და დააკლიკებთ „Facebook Connect“-ს, თქვენ პირველ რიგში მოგთხოვენ თქვენი „Facebook“-ის მანდატის შეყვანას და შემდეგ მოგენიჭებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ და შეუერთდეთ „ GASA “-ს. როგორც კი დარეგისტრირდებით „ GASA “ ვებ-გვერდზე და შეუერთდებით „Facebook“-ს,
თქვენ ავტომატურად შეძლებთ განათავსოთ თქვენი უახლესი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია „Facebook“-ზე. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გათიშოთ „Facebook“-თან დაკავშირება „ჩემი პროფილი“-ში შესვლით და “ჩემი „Facebook“ პროფილი” –ზე დაკლიკებით.

11. ჩვენთან დაკავშირება


საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 27 ბ ტელ: 032 2 400040 Email: contact@gasa.ge