.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

კარიერა საწყისი კარიერა

GASA 2010 წელს დაფუძნდა და მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. 2011 წლიდან GASA გერმანიის სარკინიგზო ოპერატორის ‘Deutsche Bahn’-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2012 წლიდან GASA ისრაელის ავიახაზების ARKIA-ს ოფიციალური სავაჭრო წარმომადგენელია საქართველოში. 2013 წელს კი ესპანური სარკინიგზო ოპერატორის, RENFE-ს ბილეთების რეალიზაციაშიც ჩაერთო. პირველ ეტაპზე გასას თანამშრომლების რაოდენობა 10-ს, ხოლო ოფისებისა ერთს არ აღემატებოდა. პერიოდული განვითარების შედეგად, ამ დროისთვის, GASA-ს 50 თანამშრომელი ჰყავს, ხოლო ოფისების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა და იგეგმება კიდევ უფრო მეტი ზრდა. ამ დროისთვის GASA ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სარკინიგზო და ავიაბილეთების რეალიზაციის სფეროში.

ჩვენს კომპანიაში მიღებული და უკვე კარგად აპრობირებულია სხვადასხვა რანგის მენეჯერული პოზიციების ჩვენივე თანამშრომლებით დაკომპლექტების პრაქტიკა. Georgian Avia Service Agency ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და ხელს უწყობს მათ კარიერულ განვითარებას.

კომპანიაში აპრობირებული მეთოდია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლების გადამზადება და მათთვის საჭირო ტრენინგ-კურსების დაფინანსება.

თუ თქვენ დაინტერესდით და გაგიჩნდათ სურვილი დაიწყოთ მუშაობა  ან გაიაროთ სტაჟირება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, GASA-ში, გთხოვთ გამოგზავნოთ  რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gasa.ge

რეზიუმეს გამოგზავნა შეგიძლიათ მაშინაც, როცა არ არის გამოცხადებული ვაკანსია. ყველა შემოსული CV ინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაფერისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში ჩვენ ინფორმაციას ასევე გამოვიყენებთ საინფორმაციო ბაზიდან.  ჩვენთან ყოველთვის ინახება საინტერესო და პროფესიონალი კადრების CV-ბი.