.menu li:hover ul{ display:block; }

ბილეთების დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

I don't have specific dates yet

მატარებლის ბილეთების დაჯავშნა

one way

round trip


შეიძინეთ ავიაბილეთი სახლიდან გაუსვლელად. გადაიხადეთ ბილეთის ღირებულება ჩვენი პარტნიორი UniPAY.ge-ს მეშვეობით

read more

ავიაბილეთის დაზღვევა საწყისი დაზღვევა ავიაბილეთის დაზღვევა

GASA თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგთან. თქვენ მიერ ჩვენთან შეძენილი ნებისმიერი ბილეთი დაზღვეულია ჯიპიაი ჰოლდინგში. დაზღვევის საფასური შეადგენს ერთ გზაზე 2 ევროს, ორ გზაზე 3 ევროს.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი დაზღვეულის ბილეთის საფასურს აანაზღაურებს თუ მისი საზღვარგარეთ გამგზავრება გადაიდო ან გაუქმდა შემდეგი მიზეზებით:

  • • დაზღვეულის სხეულის დაზიანება / ავადმყოფობა
  • • საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინების გაუქმება
  • • დაზღვეულის გარდაცვალება
  • • გამოცხადებული კარანტინი
  • • დაზღვეულის კუთვნილი სახლის გაქურდვით, ხანძრით, წყალდიდობით ან სხვა მეტეოროლოგიური პირობებით დაზიანება.
  • • დაზღვეულის სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადების აუცილებლობა
  • • სამართალდამცავების მოთხოვნა დაზღვეულის საქართველოში დარჩენის ან საზღვარგარეთიდან დროზე ადრე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ
  • • დაზღვეულის სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სამსახურში მუშაობისას დამქირავებლის მიერ დაზღვეულის სამსამსახურიდან დათხოვნის დოკუმენტალურად დამოწმებული გაუქმება.
  • • ავიარეისის / ფრენის გადადება

ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამოფრენის გადავადება 12 საათზე მეტი ხნით 
ხდება:

  • • თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა
  • • მეტეოროლოგიური პირობები
  • • აეროპორტის ტექნიკური გაუმართაობა
  • • ოფიციალური საგანგებო გარემოება აეროპორტში
  • • კარანტინის გამოცხადება
  • • საჰაერო კონტროლის დადგენილი პირობებისა და ვადის გახანგრძლივება/გადავადება
  • • გამგზავრების / სამოგზაურო და სამივლინებო ტურის შეფერხება

ითვალისწინებს ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, როდესაც 4 საათზე მეტი ხნით ფრენის შეფერხების გამო დაზღვეულს ხარჯების გაწევა უწევს:

  • • განთავსებაზე
  • • კვებაზე
  • • მედიკამენტებზე
  • • ტრანსპორტირებაზე.
  • • თანმხლები პირის გამგზავრება /დაყოვნება

ითვალისწინებს 

  • • დაზღვეულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს ავადმყოფობის გამო თანმხლები პირის საქართველოდან გამგზავრების ხარჯების ანაზღაურებას ან
  • • საზღვარგარეთ დაზღვეულ პირთან დაყოვნების ხარჯების ანაზღაურებას.

 

პირადი ნივთების და ბარგის დაკარგვა:

  • • ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას ბილეთში მითითებული სამგზავრო პერიოდის განმავლობაში პირადი ნივთების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში.